უნგრეთის ნაკრებთან ბუდაპეშტში მინიმალური ანგარიშით (1:0) მოგებული მატჩის შემდეგ, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ პრესკონფერენცია გამართა.
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელების ემოციები და თავდადება გასაოცარია, რადგან ისინი მაქსიმუმს აკეთებენ საკუთარი ხალხისა და გულშემატკივრებისთვის.
მალდერამ ყურადღება გაამახვილა მატჩების დატვირთულ გრაფიკსა და რესურსების მართვის სირთულეებზე. მისი თქმით, სულ რაღაც სამ დღეში თამაშისთვის მომზადება და ძალების აღდგენა რთული ამოცანაა:
ხვალ დილით ვარჯიში გვაქვს, შუადღისას კი უკვე უნდა გავემგზავროთ. თბილისში მივდივართ, მატჩამდე სულ ორი დღე გვრჩება. სამწუხაროდ, ენერგია ილევა – ეს ობიექტური რეალობაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალები კარგად აღვიდგინოთ და თამაშისთვის სათანადო ფორმასა და მზადყოფნაში ვიყოთ