ჟენევას 250-იანი ტურნირის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა პოლონელი ჰუბერთ ჰურკაჩი დაამარცხა და როგორც იქნა, თითქმის ერთწლიანი ლოდინის შემდეგ, კარიერის მე-100 ტიტული მოიგო.
ფინალი ნოვაკისთვის წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა და 3 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა.
პირველი სეტი ჰურკაჩმა 7:5 მოიგო, თუმცა მეორეში ნოვაკმა ანგარიში ტაი-ბრეიკზე გაათანაბრა და საქმე გადამწყვეტ სეტამდე მივიდა.
მესამე სეტის პირველივე გეიმში ნოვაკმა თავისი მოწოდება დათმო, თუმცა ჰურკაჩმა თავისი უპირატესობის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო და 4:2-ზე წააგო თავისი ჩაწოდება.
საბოლოოდ, საქმე კვლავ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ჯოკოვიჩმა მეორე სეტის მსგავსად კვლავ მხოლოდ 2 ქულა დაუთმო მეტოქეს და გამარჯვება მოიპოვა.
ნოვაკისთვის ეს ამ სეზონში პირველი, ხოლო კარიერაში მე-100 ტიტული აღმოჩნდა.