ენდი მარეიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი და ნოვაკ ჯოკოვიჩის თანამშრომლობა დასრულდა.
ამ სეზონის დაწყების შემდეგ ბრიტანელი ექს-ჩოგბურთელი ნოვაკის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. მხარეები მინიმუმ უიმბლდონამდე აპირებდნენ თანამშრომლობის გაგრძელებას, თუმცა დღეს მარეიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათი თანამშრომლობა დასრულებულია.
„მადლობა ნოვაკს დაუვიწყარი შესაძლებლობისთვის და ბოლო ექვს თვეში გატარებული დიდებული პერიოდისთვის." - აღნიშნა ენდიმ.
ამ სეზონში ჯოკოვიჩს ჯერ ტიტული არ მოუგია, ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ტრავმის გამო ჩახსნის შემდეგ, სერბი მხოლოდ მაიამის მასტერსზე მივიდა ფინალამდე, სადაც ჩეხ იაკუბ მენსიკთან დამარცხდა.