17 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა, ტეა ფროდინმა US Open-ის პირველ წრეში მსოფლიოს მე-2 ჩოგან ელენა რიბაკინასთან ითამაშა - 3:6; 2:6.
სოციალური მედია მასობრივად მოიცვა ფაქტმა, რომ ფროდინი 2021 წლის ოსკაროსან ფილმში მეფე რიჩარდი (King Richard) სერენა უილიამსის ბავშვობის როლის შემსრულებლის დუბლიორი იყო. ტეა გადაღებებისას 12 წლის იყო.
კერძოდ, ფროდინი უშუალოდ კორტზე ჩოგბურთის თამაშის სცენებში ცვლიდა მსახიობ დემი სინგლტონს, რომელიც სერენას ბავშვობას განასახიერებდა. ფილმში რიჩარდის, ანუ სერენას მამის, როლს უილ სმიტი თამაშობს.
თინეიჯერ ჩოგბურთელს საუკეთესო შედეგი წელს ჰქონდა, როცა იუნიორთა ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალში გავიდა, დიდი სლემის ტურნირებზე სადებიუტო მატჩი კი სწორედ ამერიკის ღია პირველობაზე, რიბაკინას წინააღმდეგ ჩაატარა.