ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

შოკისმომგვრელი შედეგი - ის, რაც US Open-ზე არასდროს მომხდარა
ჩოგბურთიჩოგბურთი

შოკისმომგვრელი შედეგი - ის, რაც US Open-ზე არასდროს მომხდარა

31 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ამერიკის ღია პირველობის 2026 წლის გათამაშება ჰიპერ სენსაციით დაიწყო.


დიდი სლემის ტურნირების 24-გზისა და უშუალოდ US Open-ის 4-გზის ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა.


სერბი ლეგენდა მსოფლიოს 49-ე ჩოგანს, არგენტინელ მარიანო ნავონეს ხვდებოდა და სეტებში 2:1-ს ამარცხებდა, თუმცა შემდეგ ფეხის კუნთების კრუნჩხვები დაეწყო, შეცდომებს კიდევ უფრო უმატა და დარჩენილ გეიმებში ფაქტობრივად ბრძოლა აღარც ყოფილა - 6:7; 7:5; 6:4; 2:6; 1:6.


ნოვაკმა ბოლო ორ სეტში 29, ხოლო ჯამში 70 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც თითქმის 18 გეიმის ტოლფასია.


"ვფიქრობ, აშკარა იყო, რომ კორტზე საშინელი შეგრძნებები მქონდა. არ მინდა, მარიანოს გამარჯვება ძალიან დავაკნინო, ვულოცავ მას, კარგი ბიჭი და მებრძოლია, მაგრამ ჩემი თავით სიამოვნებას ვერ ვიღებდი.


ეს არის ის, რაც წელს თითქმის ყველა მატჩში მემართებოდა - ღებინება.შემდეგ მთელი სხეული მიკანკალებს, კრუნჩხვები და ტკივილი მეწყება, ზურგი და მხარი ბოლოს უბრალოდ მეკუმშება და ვეღარ ვჩერდები", - თქვა ჯოკოვიჩმა.


39 წლის ჯოკოვიჩმა, დიდი სლემის ტურნირნირების ეგიდით, პირველი წრის შეხვედრა 2006 წლის შემდეგ პირველად წააგო (მარიანო ნავონე მაშინ 5 წლის იყო), ხოლო უშუალოდ US Open-ზე ის პირველი რაუნდიდან აქამდე არასდროს გავარდნილა.


რაც შეეხება 25 წლის მარიანო ნავონეს, მას კარიერაში ერთადერთი ტიტული აქვს მოგებული (ATP-ის 250-ქულიან ტურნირზე), დიდ სლემებზე კი საუკეთესო შედეგი მე-3 წრეა (2025-ის როლან გაროსზე).


არგენტინელი მომდევნო წრეში სტენ ვავრინკასა და მატეო ბერეტინის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.


21-წლიან კარიერაში რამდენჯერ აქვს წაგებული ჯოკოვიჩს დიდი სლემის პირველ წრეში?

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ჩოგბურთი
ჯოკოვიჩი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

გაირკვა მეტოქე, რომელსაც ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე შეხვდება

•ქართული

ქართული

გაირკვა მეტოქე, რომელსაც ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე შეხვდება
•ქართული

ქართული

ბასილაშვილის უიღბლო მატჩი შანხაის მასტერსზე

•ქართული

ქართული

ბასილაშვილის უიღბლო მატჩი შანხაის მასტერსზე
•ქართული

ქართული

მარიამ ბოლქვაძე სამსუნის WTA-ს ჩელენჯერის მერვედფინალშია!

•ქართული

ქართული

მარიამ ბოლქვაძე სამსუნის WTA-ს ჩელენჯერის მერვედფინალშია!
•ქართული

ქართული

ბოლქვაძემ დიდი სლემის ჩემპიონთან ითამაშა

•ქართული

ქართული

ბოლქვაძემ დიდი სლემის ჩემპიონთან ითამაშა
•ქართული

ქართული

News image

06 ოქტ, 2026

გაირკვა მეტოქე, რომელსაც ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე შეხვდება

News image

07 ოქტ, 2026

ბასილაშვილის უიღბლო მატჩი შანხაის მასტერსზე

News image

07 ოქტ, 2026

მარიამ ბოლქვაძე სამსუნის WTA-ს ჩელენჯერის მერვედფინალშია!

News image

09 ოქტ, 2026

ბოლქვაძემ დიდი სლემის ჩემპიონთან ითამაშა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება