ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ თურქეთის ქალაქ სამსუნში მიმდინარე WTA-ს ჩელენჯერის ძირითად ბადეში შესანიშნავი სტარტი აიღო.
მარიამმა პირველი შეხვედრის გამარჯვებით მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
1/16-ფინალურ ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა ფრანგი მეტოქე, ლეოლია ჯინჯინი ორ სეტში, დამაჯერებლად - 6:3, 6:1 დაამარცხა. სამსუნის ტურნირის მერვედფინალში მარიამ ბოლქვაძის მომდევნო მეტოქე კანადელი ბიანკა ანდრეესკუ იქნება.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს მსოფლიო რეიტინგში 370-ე პოზიციას იკავებს.