ალექსანდრ ზვერევი 2026 წლის სეზონის დასრულების შემდეგ ATP-ის რეიტინგის პირველი ნომერი იქნება.
გერმანელმა ჩოგბურთელმა პირველი ადგილი მას შემდეგ გაინაღდა, რაც კარლოს ალკარასი შანჰაის მასტერსის მესამე წრეში ზიზუ ბერგსთან ანგარიშით 5:7, 6:7 (4) დამარცხდა.
ამ მარცხმა ესპანელს რეიტინგში ზვერევის გადასწრების შანსი მოუსპო.
იანიკ სინერი პირველი ადგილისთვის ბრძოლას ასევე ვეღარ შეძლებს, რადგან მან ტრავმის გამო სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ზვერევი გახდა პირველი გერმანელი ჩოგბურთელი ისტორიაში, რომელმაც წელი რეიტინგის ლიდერის პოზიციაზე დაასრულა.
ამ სეზონში ზვერევს 17 ტურნირი აქვს ჩატარებული (შანხაიში მე-18 თამაშობს) და თავის სასარგებლოდ მან მხოლოდ ორი დაასრულა, თუმცა ორივე გრენდ სლემი: როლან გაროსი და ამერიკის ღია პირველობა. ეს მისი პირველი და მეორე გრენდ სლემის ტიტულები იყო კარიერაში.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ზვერევმა სინერის, ალკარასისა და ჯოკოვიჩის წინააღმდეგ 7 მატჩი ჩაატარა და ვერცერთის მოგება ვერ შეძლო. ზოგადად ტოპ-10 რეიტინგის ჩოგბურთელების წინააღმდეგ კი ამ სეზონში 11 გამართული თამაშიდან მან მხოლოდ 2-ჯერ შეძლო წარმატების მოპოვება.