ამერიკის ღია პირველობა შოკისმომგვრელი შედეგით დაიწყო - დიდი სლემის ტურნირების 24-გზისა და უშუალოდ US Open-ის 4-გზის ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა.
სერბი ლეგენდა დიდ სლემებზე 2005 წლიდან მონაწილეობს, სულ 84 ტურნირზე ითამაშა, ჯამში 468 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 3 შემთხვევაა, როცა ის პირველივე წრიდან გავარდა.
2005 წლის ავსტრალიის ღია პირველობა V მარატ საფინი - 0:6; 2:6; 1:6;
2006 წლის ავსტრალიის ღია პირველობა V პოლ გოლდშტაინი - 2:6; 6:1; 3:6; 2:6;
2026 წლის ამერიკის ღია პირველობა V მარიანო ნავონე - 6:7; 7:5; 6:4; 2:6; 1:6.
ჯოკოვიჩს დიდ სლემებზე ჩატარებული 468-დან 409 თამაში აქვს მოგებული და ამერიკის ღია პირველობა ოთხიდან ერთადერთი ტურნირია, რომელზეც 100-მოგებიან ნიშნულს ჯერ არ მიუღწევია (95 აქვს).
ნოვაკ ჯოკოვიჩს, მამაკაცთა შორის, ყველაზე მეტი - 24 დიდი სლემის ტიტული აქვს. ჩოგბურთის ისტორიაში მხოლოდ მარგარეტ კორტია, რომელიც ასევე 24 დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი გახდა - ქალთა შორის, ერთ-ერთმა უდიდესმა ჩოგბურთელმა 13 მათგანი ღია ერამდე მოიგო, ხოლო 11 ღია ერის შემდეგ. ღია ერა 1968 წლიდან აითვლება.
შოკისმომგვრელი შედეგი - ის, რაც US Open-ზე არასდროს მომხდარა