მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
05 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის 30-ე ტურში ვალენსიამ სტუმრად მადრიდის რეალი დაამარცხა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და ღამურების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
საინტერესოა, რომ ვალენსიასთვის ეს ლა ლიგის ამ სეზონში პირველი გასვლითი გამარჯვებაა.
აქამდე გამართულ 14 მატჩში გუნდს 7 მარცხი და 7 ფრე ჰქონდა და მოპოვებული 7 ქულით გუნდი გასვლაზე ნაჩვენები შედეგებით მე-19 პოზიციას იკავებდა, ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ ვალიადოლიდს აქვს (მხოლოდ 3 ქულა გასვლაზე).
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომელმაც პენალტიც აიღო და მთლიანობაში 8 სეივით გამოიჩინა თავი.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები