ვირჯილ ვან დაიკმა განაცხადა, რომ ალექსანდერ ისაკის რთული სადებიუტო სეზონზე და გატანილი გოლების სიმცირეზე არ დარდობს, რადგან მას გამორჩეულ ფეხბურთელად მიიჩნევს.
ლივერპულის კაპიტანმა აღნიშნა, რომ კლუბის რეკორდულმა შენაძენმა მომავალში მეტი გოლი უნდა გაიტანოს.
ისაკმა, რომელიც კლუბს ბრიტანეთისთვის რეკორდულ 125 მილიონად შეუერთდა, ტრავმებით გაჯერებულ სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა (აქედან სამი პრემიერ ლიგაში).
ვან დაიკმა განაცხადა:
ყველამ ვიცით და გუნდელები ვგრძნობთ, თუ რამდენად გამორჩეულია ის. ახლა მთავარია სათამაშო პრაქტიკა და თავდაჯერებულობა, მაგრამ თავდამსხმელისთვის მთავარი მაინც გოლების გატანაა. ეს მისთვის უმთავრესი იმპულსია. მის გამო საერთოდ არ ვნერვიულობ. ჩვენ მისგან მხოლოდ გოლებზე მეტს ვითხოვთ და მას ამის მოცემა შეუძლია. მან უბრალოდ უნდა განაგრძოს მუშაობა, ფორმის შენარჩუნება და კლუბისთვის მნიშვნელოვან ფიგურად დარჩენა. მჯერა, რომ ასეც იქნება.
დეკემბერში, ტოტენჰემის წინააღმდეგ გატანილი გოლისას, ისაკმა ფეხის მოიტეხა და კოჭზე ოპერაციაც დასჭირდა. კრისტალ პალასთან 3:1 მოგებულ მატჩში გატანილი ბურთი მისთვის პირველი იყო 2026 წელს. ვან დაიკს იმედი აქვს, რომ ნიუკასლის ყოფილი ფორვარდი მომავალ სეზონში მეტს გაიტანს, თუმცა სიფრთხილესაც იჩენს, რადგან ივნისში, ჰიუსტონში, ნიდერლანდების ნაკრები სწორედ ისაკის შვედეთს უპირისპირდება.
მცველმა დასძინა:
იმის თქმა, რომ მას რთული წელი ჰქონდა, რბილი ნათქვამია. ალბათ თავად უკეთ ახსნის, მაგრამ ტრავმები ყველაზე ცუდ დროს მიიღო. ახლა ის მწყობრშია და ყველამ ვიცით, რა შეუძლია. ამას ვარჯიშებზეც ვხედავთ. ახლა მასზეა დამოკიდებული, რომ ეს თამაშებშიც აჩვენოს. იმედია, ამას მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გააკეთებს, რადგან მუნდიალზე ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ და იქ შეუძლია ცოტა მოუკლოს.