საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამაშე, ვასილ ლობჟანიძე გინესის რეკორდსმენია.
"ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა ვასილ ლობჟანიძეა (საქართველო, დაბადებული 1996 წლის 14 ოქტომბერს), რომელმაც 2015 წლის 19 სექტემბერს, ინგლისის ქალაქ გლოსტერში, საქართველოსა და ტონგას მატჩში 18 წლის და 340 დღის ასაკში ითამაშა.
ვასილ ლობჟანიძის დებიუტი საქართველოს ნარკებში 2015 წლის თებერვალში შედგა. მილტონ ჰეიგმა მას მსოფლიო ჩემპიონატზეც მისცა შანსი, საქართველომ კი ტონგა 17-10 დაამარცხა და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში მე-3 გამარჯვება მოიპოვა.
ლობჟანიძემ 2015 წლის ტურნირზე ნამიბიასთან მოგებულ შეხვედრაშიც ითამაშა, სადაც საქართველომ 2019 წლის ჩემპიონატის საგზური ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლით ავტომატურად მოიპოვა." - წერია გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ გვერდზე.
ლობჟანიძეს საქართველოს ნაკრებში უკვე 81 მატჩი აქვს ჩატარებული.