ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"ველოდები, რომ თავის ქმედებებს ახსნის" - მონტელას პრესკონფერენციისას კონფლიქტზე საუბარი მოუწია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"ველოდები, რომ თავის ქმედებებს ახსნის" - მონტელას პრესკონფერენციისას კონფლიქტზე საუბარი მოუწია

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ, საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

თურქების შეკრება ლილის მეკარე ბერკე იოზერმა ნებართვის გარეშე დატოვა, რაზეც ადგილობრივ პრესაში ბევრი დაიწერა, იტალიელ სპეციალისტსაც საუბრის დაწყება, გაგრძელება და დამთავრება ამ თემით მოუწია.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ გუნდში ოჯახური ატმოსფეროა, მაგრამ ამას მხოლოდ არ ვამბობთ, ჩვენ ამას ვაჩვენებთ. ყველას უნდა აქ იყოს და მოთამაშეებმა ეროვნული ნაკრებისთვის ყოველთვის უნდა იბრძოლონ.

ჩემი საქმეა, საუკეთესო მოთამაშეები შევარჩიო. ამ შერჩევისას, ვცდილობთ, მატჩიდან მატჩამდე მაქსიმალურად კარგად ვიმოქმედოთ. ამიტომ, ამ სიტუაციის განხილვისას, მე ყოველთვის ვიღებ პასუხისმგებლობას და ვიღებ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს. მოთამაშეებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. ბერკემ განაცხადა, რომ არ დაემორჩილა ტექნიკურ გადაწყვეტილებებს. ვიმეორებ, ჩვენ აქ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანასა და მის ღირსებას. თქვენ არ შეგიძლიათ დატოვოთ შეკრება ისე, რომ ამის შესახებ არავის არაფერი უთხრათ. თუ ამას გააკეთებთ, შედეგებიც მოჰყვება. სხვათა შორის, როდესაც ის პირველად ნაკრებში გამოვიძახე, მეორე დივიზიონში თამაშობდა.

ბერკე ოზერზე აღარ შევჩერდები, რადგან ხვალ უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ვიბრძვით, რომ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელზეც დიდი ხანია აღარ ვყოფილვართ. აქ არავის აქვს ადგილი გარანტირებული. მაგალითის მოყვანა რომ მომიწიოს, მას შეეძლო, მერტ გიუნოკთან ესაუბრა და რჩევა მიეღო. მერტი ნაკრების მაისურის ჩაცმიდან 7 წლის განმავლობაში ელოდა, რომ სათამაშო დრო მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ თამაშობს, ყველას მხარს უჭერს. სწორედ ესაა, რასაც ფეხბურთელებისგან ველოდები. ეს ოჯახური ატმოსფერო უნდა შევინარჩუნოთ. გუნდის პატივისცემა ჩემთვის პატივისცემაზე მაღლა დგას. ამიტომ ველოდები, რომ ბერკე თავის ქმედებებს ახსნის", - განაცხადა მონტელამ.

გუნდები 14 ოქტომბერს, ქოჯაელში, Kocaeli Stadyumu-ზე (ტევადობა - 34 829), თბილისის დროით 22:45 საათიდან ითამაშებენ. შეხვედრას რუმინელი რადუ პეტრესკუ იმსაჯებს, პირდაპირ ტრანსლაციას კი საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო
თურქეთი
თურქეთის ნაკრები

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"მონტელას წნეხი აქვს, ყოველი წაგების შემდეგ მის წასვლაზე საუბრობენ" - ინტერვიუ თურქ ჟურნალისტთან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მონტელას წნეხი აქვს, ყოველი წაგების შემდეგ მის წასვლაზე საუბრობენ" - ინტერვიუ თურქ ჟურნალისტთან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშეები სრულად მოტივირებულები არიან" - სანიოლის პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"დარწმუნებული ვარ, რომ მოთამაშეები სრულად მოტივირებულები არიან" - სანიოლის პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თუ მუნდიალზე მოხვედრა გვინდა, ამისთვის მთავარი ნაბიჯი ხვალ უნდა გადავდგათ" - მექვაბიშვილის პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"თუ მუნდიალზე მოხვედრა გვინდა, ამისთვის მთავარი ნაბიჯი ხვალ უნდა გადავდგათ" - მექვაბიშვილის პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენ ამ მატჩს ფინალად აღვიქვამთ, ქართველებიც ასე არიან" - აქთიურქოღლუს პრესკონფერენცია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩვენ ამ მატჩს ფინალად აღვიქვამთ, ქართველებიც ასე არიან" - აქთიურქოღლუს პრესკონფერენცია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

5 სთ წინ

"ჩვენ ამ მატჩს ფინალად აღვიქვამთ, ქართველებიც ასე არიან" - აქთიურქოღლუს პრესკონფერენცია