არსენ ვენგერის მიერ შეთავაზებული თამაშგარის ახალი წესის ტესტირება, დიდი ალბათობით, შეწყდება.
ინიციატივის თანახმად, შემტევი თამაშგარეში აღარ ფიქსირდებოდა, თუ მისი სხეულის ნებისმიერი ნაწილი ბოლო მცველის ერთ ხაზზე იყო, ოფსაიდისთვის შემტევსა და მცველს შორის ე.წ. "სინათლის" (მკაფიო დაშორების) არსებობა იყო საჭირო.
წესი 2026 წლის სეზონში კანადის პრემიერ ლიგაში გაიტესტა და საკმაოდ არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენა. მართალია, 112 მატჩში დაფიქსირებული თამაშგარეების რაოდენობა 54%-ით შემცირდა და 13-ით მეტი გოლი გავიდა, თუმცა მცველებს ტაქტიკის შეცვლა მოუწიათ, რის გამოც დაცვის ხაზმა საშუალოდ 3 მეტრით უკან დაიწია. ცვლილებამ განსაკუთრებით ნეგატიური გავლენა სტანდარტულ მდგომარეობებზე იქონია.
ბრიტანული The Times-ის ინფორმაციით, IFAB-ის (ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭო) კომისიამ ახალ წესს მხარი არ დაუჭირა. ყველაზე მოულოდნელი კი ისაა, რომ კანადური ექსპერიმენტით თავად არსენ ვენგერიც უკმაყოფილო დარჩა და გავრცელებული ცნობებით, ის ფეხბურთის კანონმდებლებს მოუწოდებს, რომ აღნიშნული წესი არ დანერგონ.