VIDEO: 15-ქულიანი ქამბექი - კლივლენდი სერიაში წინ გავიდა
14 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის პლეიოფში დეტროიტ პისტონსისა და კლივლენდ კავალიერსის სერიის მე-5 მატჩი გაიმართა.
შეხვედრის პირველ ტაიმში უპირატესობას დეტროიტი ფლობდა და მე-2 მეოთხედში 15 ქულითაც იღებდა, თუმცა მეორე ტაიმში კლივლენდმა სხვაობის აღმოფხვრა შეძლო და საქმე ოვერტაიმამდე (103-103) მივიდა, სადაც საბოლოოდ კავალიერსმა იმარჯვა (113-117).
დეტროიტის მხრიდან გამორჩეული კეიდ კანინგემი იყო, რომელმაც 39 ქულა, 7 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, გამარჯვებულ გუნდს კი ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა (30 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა).
კლივლენდი სერიაში 3-2 დაწინაურდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალს მიუახლოვდა, სადაც ნიუ იორკ ნიქსი მეტოქეს ელოდება. გუნდებს შორის მე-6 მატჩი 16 მაისს გაიმართება.