VIDEO: კლივლენდმა დეტროიტთან სერიაში სხვაობა შეამცირა
09 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის პლეიოფში კლივლენდ კავალიერსსა და დეტროიტ პისტონსს შორის სერიის მე-3 მატჩი გაიმართა.
შეხვედრის მე-2 მეოთხედში კლივლენდმა გაქცევა მოახერხა, თუმცა მე-2 ტაიმში დეტროიტმა ჩამორჩენა აღმოფხვრა და გამარჯვებული ბოლო წამებზე გაირკვა.
საბოლოოდ კავალიერსმა 116-109 იმარჯვა და სერიაში სხვაობა შეამცირა (2-1). გამარჯვებულ გუნდს დონოვან მიჩელმა (35 ქულა, 10 მოხსნა) და ჯეიმს ჰარდენმა (19 ქულა) ულიდერეს. ამ უკანასკნელმა გადამწყვეტი სამქულიანიც ჩააგდო.
დეტროიტ პისტონსიდან კი გამორჩეული კეიდ კანინგემი იყო, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა - 27 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.
გუნდებს შორის სერიის მე-4 მატჩი 12 მაისს გაიმართება.