VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიის მე-2 მატჩები მოიგეს
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის პლეიოფში სერიების მეორე მატჩები გაიმართა.
დეტროიტ პისტონსი კლივლენდ კავალიერსს შეხვდა და 107-97 დაამარცხა, სერიაში კი ანგარიში 2-0 გახდა. გამარჯვებულ გუნდს დონოვან მიჩელმა ულიდერა 31 ქულით, დეტროიტიდან კი გამორჩეული კეიდ კანინგემი იყო 25 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით.
გუნდებს შორის მე-3 მატჩი 9 მაისს გაიმართება.
ოკლაჰომა სიტი თანდერი ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და 125-107 მოუგო, ამ სერიაშიც ანგარიში უკვე 2-0 არის.
ლეიკერსის მხრიდან ოსტინ რივზისა (31 ქულა) და ლებრონ ჯეიმსის (23 ქულა) შედეგები საკმარისი არ აღმოჩნდა, OKC-ის კი შაი გილჯეს-ალექსანდერმა და ჩეტ ჰოლმგრენმა ულიდერეს 22-22 ქულით.