• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ფოტო: რივზის რეაქცია მაქსიმალური კონტრაქტის შეთანხმებაზე
კალათბურთიკალათბურთი

ფოტო: რივზის რეაქცია მაქსიმალური კონტრაქტის შეთანხმებაზე

18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ESPN-ის ინსაიდერის, შამს ჩარანიას ინფორმაციით, ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავი ოსტინ რივზი გუნდთან ახალ, ოთხწლიან და 185 მილიონი დოლარის ღირებულების მაქსიმალურ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2029/30 წლების სეზონისთვის მოთამაშის ოფციას მოიცავს.


რივზმა უარი თქვა 14.9 მილიონი დოლარის მოთამაშის ოფციაზე, რათა ახალი შეთანხმებისთვის გზა გაეხსნა.


ეს კონტრაქტი NBA-ის ისტორიაში დრაფტზე არაყვანილი მოთამაშისთვის ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება იქნება.


ლეიკერსსა და რივზის აგენტებს შორის მოლაპარაკებები ბოლო 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.


წყაროების ცნობით, NBA-ის ფინალის დასრულებიდან მალევე, კლუბის მფლობელებისა და ხელმძღვანელობის წარმომადგენლები რივზსა და მის აგენტებს სავარჯიშო ბაზაზე შეხვდნენ.


შეთანხმების მიღწევის მომენტში რივზი გოლფს თამაშობდა. მისი მრავალწლიანი პარტნიორი ამ დროს ფოტოებს იღებდა, სადაც კალათბურთელი გაზონზე დაწოლილი აღნიშნავდა ახალ კონტრაქტს, და ეს ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა.



მას მთელი კარიერის განმავლობაში ლეიკერსში თამაში სურს და მისთვის არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ ქალაქისთვის ჩემპიონობის მოგება.


რივზის ახალი კონტრაქტი ლეიკერსის ხელფასების ჭერის მოქნილობაზე გავლენას არ მოახდენს.


რივზი ხელშეკრულებას მას შემდეგ მოაწერს ხელს, რაც კლუბი ხელმისაწვდომ საბიუჯეტო სივრცეს სრულად გამოიყენებს. კონტრაქტის პირველ სეზონში მისი ანაზღაურება 41.3 მილიონი დოლარი იქნება.


მოსალოდნელი იყო, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით რივზი რამდენიმე გუნდისგან, მათ შორის დეტროიტ პისტონსისგან, მაქსიმალური შეთავაზებების ინტერესს მიიღებდა, ამიტომ ლეიკერსმა საკუთარი აღზრდილი მოთამაშის მომავლის სწრაფად უზრუნველყოფა გადაწყვიტა.


გუნდის პრეზიდენტმა და გენერალურმა მენეჯერმა რობ პელინკამ სეზონის დასრულების შემდეგ პირდაპირ განაცხადა, რომ რივზის შენარჩუნება კლუბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო.


მან თავისი გზა ლეიკერსში დაიწყო და ჩვენთვის მკაფიოდ თქვა, რომ სურს ეს გზა სწორედ აქ გააგრძელოს. ჩვენც გვინდა, რომ მისი ისტორია მეწამულ და ოქროსფერ ფორმაში გაგრძელდეს.


გასულ სეზონში რივზი საშუალოდ 23.3 ქულას, 5.5 შედეგიან გადაცემას, 4.7 მოხსნას და 1.1 ჩაჭრას აგროვებდა.


ის მოედნიდან 49%-იანი, ხოლო სამქულიანებიდან 36%-იანი სიზუსტით ისროდა. თუმცა, წვივისა და მუცლის ირიბი კუნთის ტრავმების გამო კარიერაში ყველაზე ცოტა. მხოლოდ 51 მატჩში ითამაშა.


სწორედ მუცლის ტრავმის გამო გამოტოვა მან ჰიუსტონ როკეტსთან პლეი-ოფის პირველი რაუნდის სერიის დასაწყისი.


28 წლის მცველი პლეი-ოფისთვის ინტენსიურად ემზადებოდა და დაბრუნების შემდეგ საშუალოდ 20.0 ქულასა და 5.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა 6 შეხვედრაში, სანამ ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ოკლაჰომა სიტი თანდერთან დამარცხდებოდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლოს ანჯელეს ლეიკერსი
ოსტინ რივზი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიის მე-2 მატჩები მოიგეს

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიის მე-2 მატჩები მოიგეს
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ოკლაჰომა ლეიკერსთან სერიის დასრულებას უახლოვდება

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ოკლაჰომა ლეიკერსთან სერიის დასრულებას უახლოვდება
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: კლივლენდმა სერია გაათანაბრა, ოკლაჰომამ - დახურა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: კლივლენდმა სერია გაათანაბრა, ოკლაჰომამ - დახურა
•კალათბურთი

კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: „არ ვიცი, რა მელის მომავალში“

•კალათბურთი

კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსი: „არ ვიცი, რა მელის მომავალში“
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

08 მაი, 2026

VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიის მე-2 მატჩები მოიგეს

News image

10 მაი, 2026

VIDEO: ოკლაჰომა ლეიკერსთან სერიის დასრულებას უახლოვდება

News image

12 მაი, 2026

VIDEO: კლივლენდმა სერია გაათანაბრა, ოკლაჰომამ - დახურა

News image

12 მაი, 2026

ლებრონ ჯეიმსი: „არ ვიცი, რა მელის მომავალში“

კომენტარები

ლინკის დაკოპირება