VIDEO: კლივლენდმა სერია გაათანაბრა, ოკლაჰომამ - დახურა
20 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის პლეიოფში სერიების მე-4 მატჩები გაიმართა.
კლივლენდ კავალიერსი დეტროიტ პისტონსს დაუპირისპირდა და 112-103 დაამარცხა, სერიაში ანგარიში გათანაბრდა (2-2). გამარჯვებულ გუნდს დონოვან მიჩელმა ულიდერა, რომელმაც 43 ქულა მიითვალა, ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე კი 24 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა იყო.
გუნდებს შორის მე-5 შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.
მე-4 თამაში შედგა ლოს ანჯელეს ლეიკერსსა და ოკლაჰომა სიტი თანდერსს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით 110-115 დასრულდა. მოქმედ ჩემპიონებს შაი გილჯეს-ალექსანდერმა (35 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა) და ეჯეი მიჩელმა (28 ქულა) ულიდერეს.
ლეიკერსიდან გამორჩეულები ოსტინ რივზი (27 ქულა), რუი ჰაჩიმურა (25 ქულა) და ლებრონ ჯეიმსი (24 ქულა, 12 მოხსნა) იყვნენ, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ოკლაჰომამ სერია 4-0 დახურა და დასავლეთ კონფერენციის ფინალშ გავიდა, სადაც სან ანტონიო სპურსსა და მინესოტა ტიმბერვულვზს შორის გამარჯვებულს შეხვდება.