VIDEO: ოკლაჰომა ლეიკერსთან სერიის დასრულებას უახლოვდება
10 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის პლეიოფში ლოს ანჯელეს ლეიკერსსა და ოკლაჰომა სიტი თანდერს შორის სერიის მე-3 მატჩი გაიმართა.
პირველ ტაიმში ლეიკერსმა წინააღმდეგობის გაწევა მოახერხა, თუმცა მე-3 მეოთხედიდან ოკლაჰომა მეტოქეს გაექცა და საბოლოოდ 108-131 იმარჯვა, სერიაში კი ანგარიში 3-0 გახდა.
ლეიკერსიდან კი საუკეთესოები რუი ჰაჩიმურა (21 ქულა) და ლებრონ ჯეიმსი (19 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა) იყვნენ, თუმცა ეს მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
გუნდებს შორის მე-4 მატჩი 12 მაისს გაიმართება, სადაც ოკლაჰომა სერიის დახურვას შეეცდება.