VIDEO: 4-დან 4 მაიამისთან - მამუს ტორონტომ კონფერენციის მე-5 ადგილზე აინაცვლა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა მაიამი ჰიტს სეზონში 4-დან მე-4 ურთიერთშეხვედრაც მოუგო (128:114) და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზე აინაცვლა.
კანადელებს ბრენდონ ინგრამმა (38 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი) ულიდერა, კარგი მატჩი ჰქონდათ არ ჯეი ბერეტსა (22 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი) და კოლინ მარეი-ბოილზს (17 ქულა, 8 მოხსნა, 1 ასისტი). მაიამელებს კი ბემ ადებაიოს თითქმის სამმაგმა დუბლმა ვერ უშველა - 24 ქულა, 11 მოხსნა, 8 ასისტი. ორმაგი დუბლი შეასრულა დონოვან მიტჩელმაც - 15 ქულა, 3 მოხსნა, 11 ასისტი.
რაც შეეხება მამუს, მან 18:29 წუთი ითამაშა - 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. შედეგად, გუნდს, 5 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ჩაჭრა შესძინა.
რეპტორსმა მე-80 მატჩში 45-ე გამარჯვება მოიპოვა, ატლანტა ჰოუქსის კლივლენდში მარცხით ისარგებლა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზე აინაცვლა, თუმცა ექვსეულში ადგილი ჯერ გარანტირებული არ აქვს.
მე-7 ადგილოსან გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქთან უპირატესობა 1 მოგებაა, სათამაშო კი კიდევ 2 შეხვედრაა - მე-3 ადგილოსან ნიუ იორკ ნიქსთან სტუმრად (11 აპრილის 03:30), ხოლო მე-13 ადგილოსან ბრუკლინ ნეტსთან შინ (13 აპრილის 02:00).