VIDEO: 4 თვის შემდეგ - კარლოს ალკარასი გამარჯვებით დაბრუნდა
01 სექ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლოს ალკარასი კორტს დაუბრუნდა და US Open გამარჯვებით დაიწყო.
ATP-ის რეიტინგის მესამე ნომერმა მაჯის ტრავმით გამოწვეული ოთხთვიანი პაუზის შემდეგ ერთეულთა თანრიგში დაბრუნებისას სწრაფად აუღო ალღო თამაშს და ნიუ იორკში რომან საფიულინი სამ სეტში - 6:4, 6:4, 6:4 დაამარცხა.
ალკარასი ოფიციალურ შეჯიბრებაზე გასულ კვირას დაბრუნდა, როდესაც US Open-ის შერეულ წყვილთა ტურნირზე სერენა უილიამსთან ერთად ითამაშა. ამჯერად კი ესპანელმა ჩვეული მაღალი კლასის თამაში აჩვენა და ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო.
„ჩემთვის ძალიან რთული 5 თვე იყო, ამიტომ არტურ ეშის კორტზე დაბრუნება და კვლავ ასპარეზობა განსაკუთრებული შეგრძნებაა...
როგორც ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, დასაბრუნებლად უკეთეს ტურნირს ვერ ავირჩევდი. US Open-ს, აქ, ნიუ-იორკში. ეს ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული ადგილია და განსაკუთრებული ტურნირია.
ვცდილობდი, ამ მომენტით მაქსიმალურად დავმტკბარიყავი. ეს ყველაფერი ძალიან მომენატრა. მომენატრა გულშემატკივარი, მათი ენერგია, შეჯიბრება. ყველაფერი. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კვლავ შევძელი ასპარეზობა“, - განაცხადა ალკარასმა.
ესპანელი მომდევნო ეტაპზე პორტუგალიელ ჟაიმე ფარიას დაუპირისპირდება.