VIDEO: US Open-ის შერეულ წყვილთა ტურნირი ჩეხურმა დუეტმა მოიგო
27 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კაროლინა მუხოვასა და იაკუბ მენშიკის სრულად ჩეხური დუეტი US Open-ის შერეულ წყვილთა თანრიგის ახალი ჩემპიონია.
მათ არტურ ეშის კორტზე გამართულ 2026 წლის US Open-ის შერეულ წყვილთა ჩემპიონატის ფინალში ბელინდა ბენჩიჩისა და ფლავიო კობოლის წყვილი 6:3, 1:6, [10:6] დაამარცხეს.
იმავე საღამოს, ნახევარფინალში მუხოვამ და მენშიკმა მირა ანდრეევასა და ანდრეი რუბლიოვის წყვილიც დაამარცხეს. მატჩ-ტაიბრეიკში, 7:9-ზე, მათ ორი მატჩ-პოინტი გადაარჩინეს და შეხვედრის ბოლო 4 ქულა ზედიზედ მოიგეს.
ჩემპიონობისთვის გამართულ მეორე მატჩ-ტაიბრეიკში ჩეხებმა 1:1-ის შემდეგ ზედიზედ 3 ქულა აიღეს და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს. მესამე საჩემპიონო ქულაზე მენშიკმა ეისი შეასრულა და წყვილს გამარჯვება მოუტანა.
„აქ პირველად ვდგავარ“, - განაცხადა მენშიკმა მას შემდეგ, რაც მან და მუხოვამ კარიერაში დიდი სლემის პირველი ტიტული მოიპოვეს, ნებისმიერი თანრიგის გათვალისწინებით.
„ტურნირის დაწყებამდე ამას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ძალიან სახალისო იყო. საოცარი გამოცდილება მივიღეთ და US Open-ის ასე დაწყება შესანიშნავია.“