VIDEO: აჭარული საოცრება ფინალში - ბათუმი 2010 საქართველოს ჩემპიონია
11 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს სუპერლიგის 33-ე ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმი 2010 გახდა.
ბათუმის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალური სერიის მე-4 მატჩში, ზღვისპირელებმა თსუ-ს დრამატულად მოუგეს - სირენამდე 21 წამით ადრე 76:81-ს აგებდნენ, თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლეს, იქ კი მეტოქეს ქულაც აღარ ჩააგდებინეს და 90:81 გაიმარჯვეს.
მაირინ ტომასმა გუნდის გამარჯვებაში წვლილი სოლიდური ორმაგი დუბლით შეიტანა - 28 ქულა, 15 მოხსნა, 5 ასისტი; გიორგი ოჩხიკიძემ 22 ქულა, 7 მოხსნა, 5 ასისტი ჩაიწერა აქტივში; კარსონ ბაშამმა და აკაკი დვალიშვილმა კი 11-11 ქულა ჩააგდეს.
ფინალური სერიის MVP-ის სტატუსი სწორედ მაირინ ტომასმა მიიღო, სეზონის საუკეთესო მწვრთნელად კი ასევე ბათუმელთა დამრიგებელი ბუბა ბერიშვილი დაასახელეს.
ბათუმი 2010-მა, ამ ბრენდირებითა და სახით, საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა. ისე კი, 22 წლის წინ, 2004 წელს, ჩემპიონობა მოგებული აქვს ბასკოს, რომელიც ჩვენი ჩემპიონატის 3-გზის გამარჯვებულია.
რაც შეეხება თსუ-ს, ლექსო ლაფანაშვილის გუნდი ზედიზედ მეორე სეზონია ვიცე-ჩემპიონის წოდებას იმსახურებს - 2025-ში ფინალური სერია ქუთაისი 2010-თან წააგეს.