VIDEO: ასისტი ქუსლით - ლობჟანიძემ შედევრალური საგოლე პასი გააკეთა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საბა ლობჟანიძემ ახალ გუნდ რეალ სოლტ ლეიკში მესამე მატჩი ჩაატარა და მეორე საგოლე მოქმედება შეასრულა.
MLS-ის მისთვის მე-17 თამაშში, სოლტ ლეიკი სტუმრად სენტ ლუის სიტის დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა - 1:1.
საბა მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შევიდა და მე-60 წუთზე ულამაზესი ასისტი მიითვალა - ქუსლით თანაგუნდელი, სერხი სოლანსი ერთი-ერთზე გაიყვანა და მანაც ანგარიში გახსნა.
საბას სოლტ ლეიკის შემადგენლობაში ჯამში 73 წუთი აქვს ნათამაშები და აქტივში 2 საგოლე პასი აქვს.
რეალ სოლტ ლეიკი დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა, თუმცა ქულათა სხვაობა მცირეა და პლეი-ოფში (პირველი 9 გუნდი გადის) გასასვლელად ბრძოლა მოუწევს.
ლობჟანიძის გუნდი მომდევნო ტურში, 16 აგვისტოს, სწორედ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ მინესოტა იუნაიტედს მასპინძლობს.