იტალიის სერია ა-ს 36-ე ტურში ატალანტამ ბერგამოში რომა მიიღო და 2-1 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით გასპერინის გუნდმა 71 ქულა დააგროვა და ჩემპიონთა ლიგაზე ოფიციალურად გავიდა.
ამ მარცხით კი სერია ა-ში რომას 19-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. კლაუდიო რანიერის გუნდმა 15 დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო.
9' ლუკმენი 1-0
32' კრისტანტე 1-1
76' სულემანა 2-1