VIDEO: ბასილაშვილი ჩინეთში წინ მიიწევს - ვის შეხვდება 1/4 ფინალში?
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს.
ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციაზე ჩინელი ლუსა და იტალიელი სინას დამარცხებით ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც 1/16 ფინალში რეიტინგის მე-60 ნომერ მიომირ კეჩმანოვიჩს დაუპირისპირდა.
ქართველისა და სერბის მატჩი 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ ბასილაშვილის გამარჯვებით 2 სეტში დასრულდა (7-6, 6-4).
ნიკოლოზი ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც რეიტინგის მე-40 ნომერ, 30 წლის ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშულპს შეხვდა.
ქართველისა და ნიდერლანდელის დაპირისპირება 1 საათი და 27 წუთი გაგრძელდა და ბასილაშვილმა 2 სეტში იმარჯვა (6-4, 7-5).
ქართველი ჩოგბურთელი ჩენგდუს ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც რეიტინგის 77-ე ნომერ, 25 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ლორენცო სონეგოს მოუგო.
ქართველისა და ამერიკელის შეხვედრა 27 სექტებერს გაიმართება.