ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე 250-ქულიანი ტურნირის ძირითად ბადეში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.
ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციაზე ჩინელი ლუსა და იტალიელი სინას დამარცხებით ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც 1/16 ფინალში რეიტინგის მე-60 ნომერ მიომირ კეჩმანოვიჩს დაუპირისპირდა.
ქართველისა და სერბის მატჩი 1 საათი და 34 წუთი გაგრძელდა და საბოლოოდ ბასილაშვილის გამარჯვებით 2 სეტში დასრულდა (7-6, 6-4).
ნიკოლოზი ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა, სადაც რეიტინგის მე-40 ნომერ, 30 წლის ნიდერლანდელ ბოტიკ ვან დე ზანდშულპს დაუპირისპირდება.
ჩენგდუს ტურნირში მონაწილეობას ასევე იღებენ: ვალენტინ ვაშერო, ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა, ალეხანდრო ტაბილო, ლორენცო სონეგო და სხვები.
ქართველისა და ნიდერლანდელის 1/8 ფინალური მატჩი 25 სექტემბერს გაიმართება.