NBA-ის რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა თავიანთი მატჩები ჩაატარეს.
ბითაძის ორლანდო მეჯიქი ფილადელფია სევენთისიქსერსს დაუპირისპირდა და 116-121 დამარცხდა.
გოგამ 20 წუთი ითამაშა და ამ დროში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, მან 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება მამუკელაშვილის გუნდს, ლოს ანჯელეს ლეიკერსი იუტა ჯაზს შეხვდა და 97-109 წააგო.
სანდროს სათამაშოდ 21 წუთი მიეცა და 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, მან 6-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
ორლანდო 14 მატჩში 6 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ლეიკერსი კი 16 შეხვედრაში 13 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია.