VIDEO: დაგეგმილი გამარჯვება - შერმადინის ტენერიფემ ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში წარმატებულ თამაშს აგრძელებს და სეზონში მე-5 მატჩი მოიგო. კანარიელებმა თავიანთ პარკეტზე სან პაბლო ბურგოსი 4-ქულიანი სხვაობით დაამარცხეს - 101:97.
აღსანიშნავია, რომ შერმადინს, თამაშის დაწყებამდე, ლიგა ენდესას ოქტომბრის თვის საუკეთესო კალათბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო გადაეცა.
ვეტერანმა ქართველმა კაპიტანმა ტენერიფეს რიგებში 24:12 წუთი ითამაშა - 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 ასისტი. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდში მე-2 შედეგი გახლდათ.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გიოს თანაგუნდელი მარსელინო ჰუერტასი გახლდათ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 ასისტი დააკლდა - 28 ქულა, 2 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა. ბრაზილიელის ეფექტიანობის ინდექსი 37-ია.
ლაგუნა ტენერიფემ ლიგა ენდესას 6-დან 5 შეხვედრა მოიგო და ჩამორჩება მხოლოდ ვალენსიას, რომელსაც 5-დან 5 მოგება აქვს და ამ ტურის მატჩს ხვალ ყველა თამაშის წამგებ ბოლოადგილოსან გრანადასთან ითამაშებს.
მომდევნო ტურში სწორედ ლიდერთა ჯახია - 16 ნოემბერს, ვალენსია და ტენერიფე ვალენსიაში შეხვდებიან.