საბა მამაცაშვილის კალმარი მომდევნო სეზონს შვედეთის უმაღლეს ლიგა ოლსვენსკანში გაატარებს. გუნდმა რანგით მე-2 დივიზიონის ლიდერობა ბოლო ტურში დაკარგა და მე-2 ადგილს დასჯერდა.
კალმარმა ფალკენბერგსთან წააგო და პირველობა ვასტერასს დაუთმო, თავად კი მე-2 პოზიცია და უმაღლესი ლიგის პირდაპირი საგზური მიიღო. პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ოლსვენსკანის ბილეთს იღებენ, მესამეადგილოსანი იორგრიტე კი პლეი-ოფს ითამაშებს.
მამაცაშვილი კალმარს აგვისტოს დასაწყისში შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მიერ ჩატარებული 13-დან 13-ვე თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. ქართველი მარცხენა მცველის აქტივში 5 საგოლე მოქმედებაა - 3 გოლი და 2 ასისტი.
საბა უმაღლესი ლიგის კლუბ სირიუსის საკუთრებაა და ნოემბრის ბოლოს მის რიგებში უნდა დაბრუნდეს. მისი მომავალი ამის შემდეგ გაირკვევა.