VIDEO: სეზონში მე-6 გოლი - ქვილითაიამ შეაგდო, მისი გუნდი გალიდერდა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში კრასავას პენალტიდან გაუტანა და მისი არისი სატურნირო ცხრილს, მინიმუმ დროებით, სათავეში მოექცა.
არისის სასარგებლოდ, 51-ე წუთზე დაინიშნა პენალტი, რომელიც ქართველმა ფორვარდმა ზუსტად შეასრულა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგიმ ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა, სეზონში კი 6 გოლი მოუგროვდა - 2 ჩემპიონატში, 1 თასზე და 3 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე.
10 ტურის შემდეგ, არისს 23 ქულა აქვს და ცხრილის პირველ ადგილზეა იმ ფონზე, რომ ომონიას (22 ქულა), პაფოსსა (21 ქულა) და აპოელს (20 ქულა) ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ. ომონია და აპოელი ხვალ ერთმანეთს ხვდებიან, პაფოსი კი ერთ-ერთ აუტსაიდერ ანორთოსის სტუმრობს.
21 ნოემბერს, ქვილითაია და მისი თანაგუნდელები სწორედ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ პაფოსს ეწვევიან.