VIDEO: დინამო თბილისმა სეზონი სპაერთან მოგებით გახსნა
07 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ტურის ეგიდით სპაერმა საკუთარ მოედანზე დინამო თბილისი მიიღო.
სპაერმა პირველ ტურში ქუთაისში ტორპედო დაამარცხა, დინამოს კი დინამო ბათუმთან მატჩი გადაედო და სეზონი სწორედ სპაერთან დაპირისპირებით გახსნა.
დინამომ უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. მე-9 წუთზე ანგარიში გუნდში ახლად დაბრუნებულმა ნიკოლოზ უგრეხელიძემ გახსნა, 35-ე წუთზე კი ასევე ახალწვეულმა რუი მონტეირომ სხვაობა ორამდე გაზარდა.
68-ე წუთზე სპაერს პენალტის დარტყმის საშუალება მისცა, რომელიც გიგა სამხარაძემ შეასრულა ზუსტად, ისევე როგორც ტორპედოსთან მატჩში.
დინამომ მატჩის თავის სასარგებლოდ ბოლომდე მიყვანა მოახერხა, 1-2 მოიგო და სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა.