საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში რუსთავი თბილისში, დავით პეტრიაშვილი არენაზე, ტორპედო ქუთაისს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა და სწორედ ამ გოლმა გადაწყვიტა თამაშის ბედიც.
მე-7 წუთზე რუსთავი ბრაზილიელი ჟან ალმეიდას გოლით დაწინაურდა. მე-19 წუთზე ტორპედოს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა კომნენ ანდრიჩის დარტყმული პენალტი პაპუნა ბერუაშვილმა მოიგერია.
რუსთავმა 6 წლის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა, ტორპედო კი სეზონს ზედიზედ 2 მარცხით ხსნის.
ქუთაისურმა გუნდმა ორივე მატჩი ახლად ამოსულ გუნდთან, ჯერ სპაერთან, ახლა კი რუსთავთან წააგო.
VIDEO: დინამო თბილისმა სეზონი სპაერთან მოგებით გახსნა