VIDEO: დიომანდეს მორიგი შედევრი და რეალის ზედიზედ მე-6 გამარჯვება
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად სანტანდერის რასინგი 3:0 დაამარცხა.
სამივე გოლი მადრიდელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს - თავის გამოჩენა კილიან მბაპემ, ჯუდ ბელინგემმა და იან დიომანდემ მოახერხეს, რომლის გოლიც განსაკუთრებით ლამაზი გამოვიდა.
ქართველი ფორვარდი გიორგი გულიაშვილი მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა.
რეალმა ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და ლიდერ ბარსელონასთან ჩამორჩენა კვლავ 3 ქულამდე შეამცირა.