VIDEO: ესტუპინიანის გოლი - დერბი დელა მადონინა მილანმა მოიგო
08 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში, სან სიროზე დერბი დელა მადონინა შედგა.
მილანური დერბის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 35-ე წუთზე მილანის მხრიდან პერვის ესტუპინიანმა გაიტანა.
მატჩის დარჩენილ ნაწილში ანგარიშის მხრივ აღარაფერი შეცვლილა, მეორე ტაიმში ინტერის უპირატესობის მიუხედავად, ნერაძურიმ გოლის გატანა ვერ შეძლო და 3 ქულა როსონერის დარჩა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ამ მოგებით 60 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერ ინტერთან სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა.