VIDEO: გოგამ 16 წუთი ითამაშა - ორლანდომ სეზონში მეშვიდედ მოიგო
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა NBA-ის რეგულარულის ბოლო 8-დან მე-6 შეხვედრა მოიგო. ფლორიდელებმა ბრუკლინ ნეთსს 7-ქულიანი სხვაობით აჯობეს - 105:98.
ბითაძის თანაგუნდელთაგან, ფრანც ვაგნერი (25, ქულა, 6 მოხსნა, 5 ასისტი) გამოირჩა, ტრისტან და სილვას კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - 22 ქულა, 9 მოხსნა და 1 ასისტი.
რაც შეეხება ქართველს, მან პარკეტზე 16:15 წუთი გაატარა და 6 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 ბლოკი და 2 დაკარგვა ჰქონდა.
13 შეხვედრის შემდეგ, ორლანდოს 7 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში, 17 ნოემბრის 04:00 საათზე, ჰიუსტონ როქეტსს სტუმრად შევხდება.