უეფას ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი გამოქვეყნდა ესპანეთის წინააღმდეგ.
მეკარეები - გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, ლუკა გუგეშაშვილი
მცველები - ალექსანდრე ნარიმანიძე, გურამ კაშია, საბა გოგლიჩიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი
ნახევარმცველები - ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი აბუაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, შოთა ნონიკაშვილი, იური ტაბატაძე
თავდამსხმელები - ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი კვერნაძე
შეკრების წინ ტრავმის გამო გუნდს ოთარ კაკაბაძე და გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდნენ, შეკრების დროს კი ცნობილი გახდა, რომ ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუაც ვერ მიიღებენ ნოემბრის მატჩებში მონაწილეობას.
ესპანეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ქოჩორაშვილიც გამოტოვებს. შეხვედრა დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.
დე ლა ფუენტემ საქართველოსთან 3 მოთამაშე გამორიცხა