ესპანეთს შანსი აქვს დღეს, მომავალი ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დაიბევოს, რომელიც აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში გაიმართება.
ამისთვის მათ საქართველოს უნდა მოუგონ, რომელსაც პირველ შეხვედრაში 2:0 სძლიეს. თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ სამშაბათს სევილიაში თურქეთის წინააღმდეგ ექნებათ შესაძლებლობა, გაიფორმონ საგზური.
შეხვედრის წინ, საქართველოს წინააღმდეგ თამაშისთვის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მატჩისთვის შერჩეული მოთამაშეების სია გამოაქვეყნა და გამორიცხული სამეულის ვინაობაც გახდა ცნობილი.
მათ შორის ერთ-ერთი ნამდვილად სიურპრიზია - მადრიდის რეალის ცენტრალური მცველი დინ ჰაუსენი, რომლის ძირითადში გამოჩენასაც თითქმის ყველა ელოდა.
დანარჩენი ორი სამუ ომოროდიონი და ხორხე დე ფრუტოსი არიან. ეს უკანასკნელი შემადგენლობაში მოგვიანებით ლამინ იამალის ნაცვლად დაემატა.
მეკარეები - დავიდ რაია, ალექს რემირო, უნაი სიმონი
მცველები - ალეხანდრო გრიმალდო, დანიელ ვივიანი, პედრო პორო, აიმერიკ ლაპორტი, პაუ კუბარსი, მარკ კუკურეია
ნახევარმცველები - პაბლო ბარიოსი, მარკოს ლიორენტე, მიკელ მერინო, ფაბიან რუისი, ალექს ბაენა, პაბლო ფორნალსი, მარტინ სუბიმენდი, ალეიშ გარსია, მიკელ ოიარსაბალი
შემტევები - ფერან ტორესი, ბორხა იგლესიასი, დანი ოლმო, იერემი პინო, ფერმინ ლოპესი
საქართველოსა და ესპანეთის მატჩი დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს სამატჩო განაცხადი ესპანეთთან ცნობილია