საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრებში მიმდინარე გრან პრის პირველი დღე მედლის გარეშე დაასრულა.
მედალთან ყველაზე ახლოს იყო ლაშა ნადირაძე (-66 კგ.), რომელმაც რეპეშაჟის ფინალამდე მისვლა შეძლო, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარელ ბოიან იოტოვთან დამარცხდა.
-66 კგ. წონით კატეგორიაშივე იასპარეზა თორნიკე მაზიაშვილმა - ერთი დაპირისპირება მოიგო და მანაც იმავე ბოიან იოტოვთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
დღევანდელ სატურნირო დღეს, 73 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ჩვენს ქვეყანას გიორგი იანთბელიძე და თორნიკე მოსიაშვილი წარმოადგენენ, 81 კგ.-მდე კი ტატამზე ირაკლი ბეროშვილს ვიხილავთ.