VIDEO: ისტორიაში მეორედ - დილამ საქართველოს თასი მოიგო
10 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2025 წლის გამარჯვებული გორის დილა გახდა. შიდა ქართლელებმა ფინალური შეხვედრა იბერია 1999-ს მოუგეს.
მე-2 წუთზე, არუნა უატარას დარტყმული გიორგი ჯგერენაიას ფეხიდან აისხლიტა, კარში შევარდა და დილა ადრიანადვე დაწინაურდა. მეორე ტაიმის მე-4 წუთზე კი შოთა შეყილაძემ იაქტიურა, კარისკენ დაარტყა, რასაც დერეკ აგიაკვას ავტოგოლი მოჰყვა - 2:0.
71-ე წუთძე, იმავე აგიაკვამ უკვე მეტოქის კარში შეაგდო და იბერიელები თამაშში დააბრუნა, რამაც გუნდის შეტევები კიდევ უფრო გაააქტიურა და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდათ.
საბოლოოდ, 90-ე წუთზე, აბუბაქარ კონდემ იბერიელებს კიდევ ერთი გოლი გაუტანა და ტიტული გორელებს გაუფორმა.
დილამ საქართველოს თასი ისტორიაში მეორედ მოიგო - 2012 და 2025. ამ შედეგით, ამერსა და გაგრას გაუთანაბრდნენ, 3-3-ჯერ ეს ტიტული ლოკომოტივსა და სწორედ იბერია 1999-ს აქვთ მოგებული, 5-ჯერ - ტორპედო ქუთაისს, ხოლო 13-ჯერ - დინამო თბილისს.