• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ჯოკოვიჩი რომში მოულოდნელად დამარცხდა
ჩოგბურთიჩოგბურთი

VIDEO: ჯოკოვიჩი რომში მოულოდნელად დამარცხდა

08 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

იტალიის ღია პირველობის მეორე წრეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრილმა დინო პრიჟმიჩმა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.


მსოფლიოს მე-4 ნომერმა 12 მარტის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, წელს პირველად თამაშობდა თიხის საფარზე მას შემდეგ, რაც მხრის ტრავმის გამო რამდენიმე ტურნირი გამოტოვა.


რომში 6-გზის ჩემპიონმა შეხვედრა ძლიერად დაიწყო, თუმცა მეორე სეტში ნელა მოძრაობდა და ეტყობოდა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა.


თუმცა ეს არაფერს აკლებს ხორვატი პრიჟმიჩის დამსახურებას, რომელმაც უშიშრად ითამაშა და სერბს 2-6, 6-2, 6-4 მოუგო.


20 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც ჯოკოვიჩს თავის კერპად მიიჩნევს, მატჩის შემდეგ კამერის ლინზაზე დაწერა:


ნოლე, ეს დიდი პატივი იყო.


ჯოკოვიჩმა, რომელმაც იტალიაში პირველ წრეში თავისუფალი ბადე მიიღო, მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთის ღია პირველობამდე, რომელიც 24 მაისს იწყება, აღარ ითამაშებს. იქ ის კიდევ ერთხელ ეცდება რეკორდული, 25-ე გრანდ სლემის ტიტულის მოპოვებას ერთეულთა თანრიგში.


„ჯერ ნამდვილად არ ვარ იმ დონეზე, სადაც მსურს ვიყო, რათა უმაღლეს დონეზე ვიასპარეზო და შორს გავიდე ტურნირზე,“ - თქვა 38 წლის ჯოკოვიჩმა.


არ მახსოვს ბოლოს როდის მქონდა ისეთი მომზადება, როცა ტურნირზე მისვლამდე არანაირი ფიზიკური ან ჯანმრთელობის პრობლემა არ მქონია.


ყოველთვის რაღაც ხდება. ეს ერთგვარი ახალი რეალობაა, რომელთან გამკლავებაც მიწევს.“


ჯოკოვიჩი, რომელმაც გასულ წელს როლან გაროსზე ნახევარფინალამდე მიაღწია, იანვარში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც 4 სეტში კარლოს ალკარასთან დამარცხდა.


ის საფრანგეთის ღია პირველობის დაწყებამდე 2 დღით ადრე 39 წლის გახდება.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩოგბურთი
ჯოკოვიჩი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ლეგენდა ბრუნდება - 44 წლის სერენა უილიამსი უიმბლდონზე ითამაშებს

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

ლეგენდა ბრუნდება - 44 წლის სერენა უილიამსი უიმბლდონზე ითამაშებს
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

მესამე სლემსაც გამოტოვებს - ბასილაშვილი ვერც უიმბლდონის ძირითად ბადეში გავიდა

•ქართული

ქართული

მესამე სლემსაც გამოტოვებს - ბასილაშვილი ვერც უიმბლდონის ძირითად ბადეში გავიდა
•ქართული

ქართული

უიმბლდონის საკვალიფიკაციო - გორგოძემ პირველი მატჩი მოიგო

•ქართული

ქართული

უიმბლდონის საკვალიფიკაციო - გორგოძემ პირველი მატჩი მოიგო
•ქართული

ქართული

უიმბლდონის საკვალიფიკაციო - ბოლქვაძემ ავსტრიელი დაამარცხა და 1/2 ფინალშია

•ქართული

ქართული

უიმბლდონის საკვალიფიკაციო - ბოლქვაძემ ავსტრიელი დაამარცხა და 1/2 ფინალშია
•ქართული

ქართული

News image

21 ივნ, 2026

ლეგენდა ბრუნდება - 44 წლის სერენა უილიამსი უიმბლდონზე ითამაშებს

News image

23 ივნ, 2026

მესამე სლემსაც გამოტოვებს - ბასილაშვილი ვერც უიმბლდონის ძირითად ბადეში გავიდა

News image

5 სთ წინ

უიმბლდონის საკვალიფიკაციო - გორგოძემ პირველი მატჩი მოიგო

News image

4 სთ წინ

უიმბლდონის საკვალიფიკაციო - ბოლქვაძემ ავსტრიელი დაამარცხა და 1/2 ფინალშია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება