VIDEO: კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ - მექვაბიშვილის გუნდმა 3 ქულა რთულად აიღო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანრი მექვაბიშვილის უნივერსიტატეა კრაიოვა რუმინეთის ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის მე-7 ტურში, კრაიოვამ რთული გამარჯვება მოიპოვა და დინამო ბუქარესტს 0:1-დან 2:1, ბოლო წუთებზე გატანილი გოლით, მოუგო.
მექვაბიშვილი, ტრადიციულად, ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი დატოვა დამატებულ წუთებზე, როცა საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. საგოლე კომბინაციებში მონაწილეობა არ მიუღია.
დინამო ბუქარესტთან მატჩამდე, 25 წლის შუახაზელს ჩემპიონატის ბოლო 3 თამაშში საგოლე მოქმედება ზედიზედ ჰქონდა - კლუჟთან გოლი გაიტანა, ხოლო რაპიდ ბუქარესტთან და არგეშთან საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სუპერლიგის 31 მატჩში 2 გოლი და 7 ასისტი აქვს, ხოლო ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში - 3 გოლი და 9 საგოლე პასი.
ამ გამარჯვების შედეგად, ანრის გუნდმა 45 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსან უნივერსიტატეა კლუჟთან 3-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. შემდეგ ტურში, 8 მაისს, 37-ქულიან მესამეადგილოსან კლუჟს სტუმრად ხვდებიან. კლუჟთან ამ მატჩის გარდა, სათამაშო კიდევ 2 ტური რჩება.