VIDEO: თოკოს კარგი მატჩი - ბარსამ აუტსაიდერთან ადვილად მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ, ესპანეთის ლიგა ენდესას 29-ე ტურში, ერთ-ერთ აუტსაიდერ გრან კანარიას დიდი სხვაობით აჯობა - 91:69.
ბარსას გამარჯვებაში მთავარი როლი ამერიკელ კევინ პუნტერს ჰქონდა - 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი. 17 ქულა, 5 მოხსნა მიითვალა იუსუფა ფალმა, მათ შემდეგ კი საუკეთესო სწორედ თოკო იყო - 22:38 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი.
ქართველის ეფექტიანობის ინდექსმა 19 შეადგინა, რაც ორივე გუნდში მე-2 მაჩვენებელია - კევინ პუნტერს 24 ჰქონდა.
29 ტურის შემდეგ, ბარსელონამ 20 გამარჯვება მოაგროვა, მე-4 პოზიციამდე აინაცვლა და მე-2 ადგილოსან ვალენსიას მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება.
კატალონიელები მომდევნო ტურში, 9 მაისს, კიდევ ერთ აუტსაიდერ სან პაბლო ბურგოსს უმასპინძლებენ.