VIDEO: კიტეიშვილის ასისტი - შტურმმა ზალცბურგში ქულა გადაარჩინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 30-ე ტურში, ქართველების შტურმ გრაცმა სტუმრად ზალცბურგთან 1:1 ითამაშა.
ზალცბურგელები 22-ე წუთიდან იგებდნენ, თუმცა შტურმმა 93-ე წუთზე მას შემდეგ გაათანაბრა, რაც ოთარ კიტეიშვილმა აქსელ კაიომბოს საგოლედ დაუგორა და მანაც ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილმა ცვლილებაზე ითამაშა - მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა და გიზი მამაგეიშვილი ჩაანაცვლა.
კიტეიშვილს ბომბარდირთა დავაში რიდის ზამბიელი თავდამსხმელი, კინგსტონ მუტანდვა წამოეწია - 14-14 გოლი აქვთ.
რაც შეეხება თავად შტურმს, გუნდმა ბუნდესლიგის ბოლო 7 ტურში მე-6 ფრე ითამაშა, თუმცა ამ დრომდე ლიდერობას მაინც ინარჩუნებს. ოღონდ, მე-2 ადგილოსან ლასკ-ს დღეს სათამაშო აქვს და გალიდერებას შეეცდება.
გრაცელები მომდევნო ტურში, 10 მაისს, საჩემპიონო ჯგუფის ბოლო, მე-6 ადგილოსან ჰარტბერგს ესტუმრებიან.