საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა თურქეთის სუპერ ლიგაში მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარა. მისი ტრაბზონსპორი თურქ ტელეკომთან 72:81 დამარცხდა.
სუპერ ლიგის 29-ე ტურში, რიდმა თურქ ტელეკომის წინააღმდეგ 31:08 წუთი ითამაშა - 24 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი. ქულების მხრივ, იგი საუკეთესო იყო - მე-2 შედეგი თანაგუნდელ იოზეპ ჟირარს ჰქონდა (18).
მარკისი ტრაბზონელთა ლიდერია და ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია. სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართულ 9 ტურში ასეთი სტატისტიკა აქვს: ქარშიაქასთან - 24 ქულა; მანისასთან - 34 ქულა; ბეშიქთაშთან - 17 ქულა; ბაშჯეშეჰირთან - 14 ქულა; ტოფასთან - 22 ქულა; პეტკიმ სპორთან - 30 ქულა; ფენერბაჰჩესთან - 31 ქულა; გალათასარაისთან - 17 ქულა; თურქ ტელეკომთან - 24 ქულა.
ტრაბზონსპორს 29 ტურში 18 გამარჯვება აქვს და 8-გუნდიან პლეი-ოფში ყველა ვარიანტში მოხვდება, გასარკვევი მხოლოდ ადგილია - ამჟამად მე-6 პოზიციაზეა.
რიდის გუნდი მომდევნო ტურში, 10 მაისს, უმასპინძლებს მე-13 ადგილოსან მერსინს, რომელსაც ბოლო 7 თამაში ზედიზედ აქვს წაგებული.
ისევ MVP გახდა - რიდმა გალათასარაისთან ორმაგი დუბლი შეასრულა