VIDEO: საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა - აზაროვის შახტარმა დინამო კიევს მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ირაკლი აზაროვის შახტარ დონეცკმა ისტორიულ კონკურენტ დინამო კიევს 2:1 მოუგო და ჩემპიონობასთან ნახევარი ნაბიჯი აშორებს.
პრემიერ ლიგის 26-ე ტურში, აზაროვი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა, 76-ე წუთამდე ითამაშა და პირველ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობაც მიიღო.
ქართველმა მარცხენა მცველმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქტივში 1 საგოლე პასი აქვს. 1 ასისტი კონფერენს ლიგის მატჩშიც შეასრულა.
26 ტურის შემდეგ, შახტარს 63 ქულა აქვს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა - უახლოეს მდევარ შოთა ნონიკაშვილის ლნზ ჩერკასის, რომელმაც ზედიზედ მე-4 ტურში დაკარგა ქულები, 10 ქულით უსწრებს, სათამაშო კი მხოლოდ 4 ტურიღაა.
დონეცკელები მომდევნო ტურში, 10 მაისს, ბოლოადგილოსან 12-ქულიან პოლტავას სტუმრად შეხვდებიან. იქამდე, ხუთშაბათს, კონფერენს ლიგის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩი აქვთ ლონდონში, კრისტალ პალასთან (პირველ შეხვედრაში 1:2 დამარცხდნენ).