VIDEO: ლეჩესთან რთულად მოიგეს - ინტერი კონკურენტებს 6 ქულით გაექცა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია A-ს გადმოტანილი მე-16 ტურის ეგიდით, ინტერმა ლეჩე 1:0 დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა.
მატჩის ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე, ფრანჩესკო პიო ესპოზიტომ გაიტანა. 20 წლის ფორვარდმა მიმდინარე ჩემპიონატში მე-5 საგოლე მოქმედება მიითვალა - 2 გოლი და 3 ასისტი. გასული სეზონის სერია B-ში, სპეციას რიგებიდან, 17 გოლი შეაგდო.
ტოპ 5 ლიგის მასშტაბით, ესპოზიტო მე-2 ყველაზე ახალგაზრდა (2005 წლის 28 ივნისს დაიბადა) ფეხბურთელია, რომელმაც მინიმუმ 2-2 გოლი და ასისტი შეასრულა - რეკორდი კიოლნის ტალანტ საიდ ელ მალას (2006 წლის 26 აგვისტო) ეკუთვნის.
საბოლოოდ, მილანურმა გრანდმა 46 ქულა მოაგროვა და ნაპოლისთან (პარმას ვერ მოუგო) და მილანთან (კომოსთან სტუმრად ხვალ ითამაშებს) სხვაობა 6-6 ქულამდე გაზარდა.
17 იანვარს კრისტიან კივუს გუნდი ესტუმრება უდინეზეს, რომელთანაც პირველ წრეში ჯუზეპე მეაცაზე 1:2 დამარცხდა.