მადრიდში მიმდინარე 1000-ქულიან მასტერზე ფინალური წყვილი ცნობილი გახდა.
პირველ ნახევარფინალურ მატჩში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი იანიკ სინერი ფრანგ არტურ ფილსს დაუპირისპირდა და 2 სეტში (6-2, 6-4) დაამარცხა.
მეორე წყვილში კი რეიტინგის მე-3 ნომერმა ალექსანდერ ზვერევმა ასევე 2 სეტში (6-2, 7-5) მოუგო ბელგიელ ალექსანდერ ბლოკსს.
სინერმა ფინალის გზაზე ბონზი, მოლერი, ნორი, ხოდარი და ფილსი დაამარცხა, ზვერევმა კი ნავონეს, ატმანს, მენშიკს, კობოლისა და ბლოკსს აჯობა.
იტალიელისა და გერმანელის ფინალური მატჩი 3 მაისს გაიმართება.