VIDEO: მამაგეიშვილის სადებიუტო გოლი ავსტრიაში - შტურმი ვიცე-ჩემპიონი გახდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ქართველების შტურმმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონი ვიცე-ჩემპიონის სტატუსით დაასრულა.
ჩემპიონატის ბოლო ტურში, გრაცელებმა რაპიდ ვენას, გვიანი გოლებით, 2:0 მოუგეს - ანგარიში გიზი მამაგეიშვილმა 88-ე წუთზე, ლამაზი შორეული დარტყმით გახსნა და ავსტრიულ კარიერაში სადებიუტო გოლი შეაგდო (აქამდე 1 ასისტი ჰქონდა).
ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და ერთი მომენტიც ჰქონდა (მეკარემ აუღო), ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა - 15 გოლი გაიტანა და რიდის ზამბიელ ფორვარდ კინგსტონ მუტანდვას 1 გოლით აჯობა.
შტურმი ავსტრიის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი იყო, ახლა კი ტიტული ლასკ-ს დაუთმო - დიდხანს თავად ლიდერობდნენ, საბოლოოდ კი 2 ქულით ჩამორჩნენ. ლასკ-ისთვის ისტორიაში მეორე ჩემპიონობაა - პირველი 1964-65 წლების სეზონში მოიპოვეს.
შტურმი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.