VIDEO: 35 წლის შემდეგ პირველად - მექვაბიშვილის კრაიოვა რუმინეთის ჩემპიონი გახდა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანრი მექვაბიშვილის უნივერსიტატეა კრაიოვა რუმინეთის ჩემპიონი 35-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა.
სუპერლიგის ბოლოსწინა, საჩემპიონო ჯგუფის მე-9 ტურში, კრაიოვამ უშუალო კონკურენტ უნივერსიტატეა კლუჟს 5:0 მოუგო და ტიტული 1 ტურით ადრე გაინაღდა.
ქართველმა ნახევარმცველმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მოედანზე 66 წუთი გაატარა და ლამაზი გოლიც გაიტანა - 59-ე წუთზე, ბურთი ჩაჭრა და საჯარიმოს გარედან შეაგდო.
ანრის წვლილი საჩემპიონო სეზონში 10 საგოლე მოქმედებით განისაზღვრება - 3 გოლი, 7 ასისტი. ყველა ტურნირის ეგიდით, 50 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 13 საგოლე მოქმედება შეასრულა - 4 გოლი, 9 ასისტი.
უნივერსიტატეა კრაიოვა რუმინეთის ჩემპიონი ისტორიაში მეხუთედ, 1991 წლის შემდეგ კი პირველად გახდა - 1973-74; 1979-80; 1980-81; 1990-91; 2025-26.
მექვაბიშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში შიდა დუბლი შეასრულა და ქვეყნის ჩემპიონობის გარდა, ტიტული თასზეც მოიგო (ფინალურ შეხვედრაში სწორედ უნივერსიტატეა კლუჟს აჯობა).